სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: ბრტყელი ფიგურები ( სამკუთხედი , ოთხკუთხედი , წრეწირი).

2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ბრტყელ ფიგურებზე .მათ ხშირად ეშლებათ ბრტყელი ფიგურების განმარტებები, ფართობების გამოთვლა .ისინი თვითონვე  მოიძიებენ ელექტრონული საშუალებებით აგრეთვე სახელმძღვანელოებით საჭირო ინფორმაციას ჩემი აზრით ამ გზით მიღებული ცოდნა იქნება უფრო მტკიცე.

3.პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით ისინი განივითარებენ კვლევისა და პრეზენტაციის უნარს. ამ გზით ისინი ადვილად დაიმახსოვრებენ და აღიქვამენ ფიგურებსა და მათ თვისებებს. ისწავლიან ცოდნის გამოყენებას ცხოვრებაში.

4.პროექტის მიზნები : მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას და კიდევ ერთხელ გადახედავენ ბრტყელ ფიგურებსა და მათ თვისებებს.

5.მოსწავლეთა ასაკი : მეექვსე კლასი 11-12 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები განივითარებენ ისტ-ის გამოყენებით ნახაზების აგების უნარს ,პრეზენტაციის უნარს სლაიდების გამოყენებით. მოსწავლეები ამობეჭდავენ და შექმნიან ბროშურას.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო , კომპიუტერი , პროექტორი, პრინტერი, თაბახის ფურცლები.

9. პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. მოსწავლეებს დავყოფ 3 ჯგუფად თანაბარი გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით.

აქტივობა 2. თითოეულ ჯგუფს დავავალებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით გააკეთონ პრეზენტაცია.











აქტივობა 3. თითოეულ ჯგუფს დავავალებ ამობეჭდონ პრეზენტაციაზე გაკეთებული მასალა.

აქტივობა 4. მონაწილეთა შეფასება. 

10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ისტ-ის საგანთან .ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით 

მათ.VI . 9 .მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა

მათ. VI. 10. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ანთაძე

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  antadzeqetevan17@gmail.com

No comments:

Post a Comment