გაკვეთილის მთავარი თემა
|
მილიონებისა და მილიარდების კლასები
|
საგანი/პედაგოგი
|
მათემატიკა/ქეთევან ანთაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი/ V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 6 მათ შორის 1მოსწავლე არის სსმ
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ü ამ გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან დიდ რიცხვებს
,წაიკითხავენ ამ რიცხვებს ახალი რიცხვითი სახელების გამოყენებით.
ü გაკვეთილზე შეიძლება სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების
გამოყენება.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეებმა განივითარონ მილიონზე დიდი რიცხვების წაკითხვისა და ჩაწერის
უნარ-ჩვევები, გამოიყენონ ახალი რიცხვითი სახელები.
მათ. V.1. მოსწავლეს შეუძლია
ახალი რიცხვითი სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების
კლასიფიკაცია.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
· კითხულობს მილიონზე დიდ რიცხვებს ახალი რიცხვითი სახელების გამოყენებით
(მაგალითად, ტრილიონი და ა.შ.); განმარტავს ამ რიცხვით სახელებს;
· პოულობს ახალი რიცხვითი სახელით მოცემული (მილიონზე) დიდი რიცხვის რიგს
(მაგალითად, რამდენი ციფრისგან შედგება ათობით პოზიციურ სისტემაში ჩაწერილი ასეთი რიცხვი?);
|
წინარე ცოდნა
|
ü მოსწავლეებმა იციან ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე ,დამოკიდებულია
თუ არა ციფრის მნიშვნელობა მის ადგილზე (პოზიციაზე) რიცხვით ჩანაწერში.
ü ბავშვებმა იციან მრავალნიშნა რიცხვების წაკითხვა მის
ციფრებს მარჯვნიდან დაწყებული აჯგუფებენ სამ-სამად, აგრეთვე იციან რა ეწოდება ციფრთა
ამ ჯგუფებს(კლასები).
ü მათ აქვთ ნასწავლი ორი კლასი ერთეულების და ათასეულების.
ü მათ აგრეთვე წარმოდგენა აქვთ როგორ იცვლება ციფრის
მნიშვნელობა თუ ის ერთი ადგილით მარჯვნივ ან მარცხნივ გადაინაცვლებს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების სქემის მიხედვით (იხილეთ შეფასების სქემები)
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო ,კლასებისა და თანრიგების ცხრილი,
ციფრებიანი ბარათები, კალკულატორი.
ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული
პრეზენტაცია.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება კლასის ორგანიზება - 2 წთ;
გაკვეთილის A ფაზა გამოწვევა -3 წთ
დავალების შემოწმების შემდეგ ვუსვამ ბავშვებს კითხვებს
განვლილი მასალიდან :რის შედეგად მიიღება ნატურალური რიცხვები ?
რამდენ ციფრს ვიყენებთ ნატურალური რიცხვების ჩასაწერად?
რიცხვის როგორ ჩანაწერს უწოდებენ ათობითს ?
რომელია ყველაზე პატარა ნატურალური რიცხვი?
არსებობს თუ არა ყველაზე დიდი ნატურალური რიცხვი?
რას აღნიშნავს 67788 რიცხვში რვიანები? (ერთეულს,
ათეულს) დამოკიდებულია თუ არა ციფრის მნიშვნელობა რიცხვით ჩანაწერში მის ადგილზე
?
როგორ იცვლება ციფრის მნიშვნელობა თუ ის ერთი პოზიციით
გადაინაცვლებს მარჯვნივ ან მარცხნივ ?
რა მოხდება თუ რიცხვს მარჯვნივ ნულს დავუმატებთ?
გაკვეთილის B ფაზა ცოდნის კონსტრუირება -15წთ
კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ დიდ ეკრანზე ვიწყებ
ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენებას. ვაჩვენებ მოსწავლეებს კლასებისა და თანრიგების
ცხრილს. ვსვამ კითხვებს :რა ეწოდება ციფრთა იმ ჯგუფებს, რომლებშიაც ციფრებს მარჯვნიდან
დაწყებული აჯგუფებენ სამ-სამად?(ციფრთა ამ ჯგუფებს კლასები ეწოდება)როგორ წავიკითხოთ
ცხრილში ჩაწერილი რიცხვი? მოსწავლეებს ვუხსნი ,რომ გარდა ერთეულებისა და ათასეულების
კლასისა არსებობს სხვა კლასებიც :მილიონების კლასი(ათასი ათასეული), რომელიც შეიცავს
სამ თანრიგს. გარდა ამისა არსებობს მეოთხე კლასი მილიარდების კლასი(ბილიონების კლასი),
რომელიც ათას მილიონს შეიცავს .ეს კლასიც სამ თანრიგს შეიცავს .მოსწავლეებს მილიონებისა
და მილიარდების კლასებს კომპიუტერში ვაჩვენებ თან ვეკითხები რა წერია მეხუთე სტრიქონში?
მეექვსეში ?სსმ მოსწავლეს ცალკე კომპიუტერში ვაჩვენებ ერთეულებსა და ათეულებს. მაგალითად
რიცხვ 47-ში რომელია ერთეული ?ათეული? ამის შემდეგ მას ვაძლევ ორნიშნა რიცხვებს და
ვავსებინებ T
დიაგრამას. შემდეგი 10 წუთი ვასრულებინებ სახელმძღვანელოს
პირველ სავარჯიშოს , რომელშიაც მოსწავლეები
წაიკითხავენ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას. გამოყოფენ თითოეული
კლასის რამდენი სათანრიგო ერთეულია ამ რიცხვებში .მაგალითად 1 273 111 290-რიცხვში რას აღნიშნავს ერთიანები,2-იანი,0
და ა. შ .მეორე მესამე და მეოთხე სავარჯიშოს ვასრულებინებ წყვილებში .ამ დროს პარალელურად
ვმუშაობ სსმ მოსწავლესთან ოცის ფარგლებში დაფაზე ვუწერ შეკრებისა და გამოკლების მაგალითებს
,აგრეთვე შედარებებს.
C ფაზაზე (10 წუთი)
ვაჯამებინებ მოსწავლეებს გაკვეთილს, მათ საშუალებას ვაძლევ კალკულატორზე აკრიფონ ცხრაჯერ
მაგალითად რიცხვი 7,წაიკითხონ ეს რიცხვი .მოსწავლეებს შევთავაზებ წყვილეში თამაშს. დავურიგებ ბარათებს რომლებზედაც წერია სამი ციფრი
თითო მოსწავლეს სამ-სამ ბარათს და ვხოვ შეადგინონ ყველაზე დიდი და პატარა რიცხვები
ბარათების გამოყენებით გამარჯვებულს
ვუწერთ ქულას თამაშს ვაგრძელებთ 5 ქულამდე .სსმ მოსწავლეს ვავალებ გამარჯვებული მოსწავლის დასახელებას.
ვაძლევ მოსწავლეებს დამატებით სავარჯიშოებს რომელიც
წინასწარ მაქვს მომზადებული. ვაძლევ დავალებას
თავად ჩაწერონ დიდი რიცხვები საშინაო დავალების რვეულში და წაიკითხონ.
შეფასება (5 წუთი)
დამოუკიდებელ სამუშაოს ვაფასებ 10 ქულიანი სისტემით
შეფასების კრიტერიუმები :შევამოწმოთ რომ ბავშვებს შეუძლიათ დიდი რიცხვების
დაწერა და წაკითხვა, ნატურალურ რიცხვებში
ციფრის მნიშვნელობის დადგენა მისი პოზიციის მიხედვით, ნატურალურ რიცხვთა კლასებისა და თანრიგების ცხრილის
გამოყენება ,ნულის მნიშვნელობის
გააზრება ნატურალური რიცხვის ჩანაწერში.
ვაფასებ სსმ მოსწავლესაც დამოუკიდებელი სამუშაოს მიხედვით
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment